18:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 16:41:32, 1422 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა და  ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  ნიკოლა დიმიტროვმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს მოაწერეს ხელი.

 მისასალმებელია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დარწმუნებულნი ვართ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღწევას.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგებს ქვეყნის სახელწოდების ირგვლივ  ისტორიულ გადაწყვეტილებას.

ასევე ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ნატო-ს გაწევრიანების ოქმის ხელმოწერას, რაც  კიდევ ერთხელ ადასტურებს  ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ფაქტს, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იზიარებენ ნატო-ს ღირებულებსა და სტანდარტებს.  

იმედს გამოვთქვამთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics