|
2019-02-11 13:56:08, 1193 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე დაგროვებით პენსიაზე: გარანტია იმისა, რომ 20-30 წლის შემდეგ ეს თანხა უკან დაბრუნდება, არ არსებობს
„გარანტია იმისა, რომ 20-30 წლის შემდეგ ეს თანხა უკან დაბრუნდება, არ არსებობს“, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაგროვებითი პენსიის სისტემა გაუმართავია და ხარვეზებს შეიცავს. „ყველაზე მთავარი ნაკლი არის ის, რომ ეს არ არის ნებაყოფლობითი. თავდაპირველად აუცილებელი იყო, შეჩვევისათვის, რომ ყოფილიყო ნებაყოფლობითი. მეორე - ის, რომ ადამიანებს არ აძლევს საშუალებას ფული განათავსოს კერძო, თუ სახელმწიფო ფონდებში, პირდაპირი არის მიბმული და ასეთი იძულებითი, ძალდატანებითი სქემის პირობებში არ არსებობს იმის საშუალება, რომ მისი ინვესტირება მოხდეს მომგებიანად და გარანტია იმისა, რომ მრავალი, 20-30 წლის შემდეგ ეს თანხა უკან დაბრუნდება, არ არსებობს. ფაქტია, რომ ეს საკითხი უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა და ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, თუკი უმრავლესობა ჩააგდებს ერთ-ერთი დეპუტატის ინიციატივას, მაშინ ის ტოვებს უმრავლესობის რიგებს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)