14:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 15:12:07, 529 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა საქმიანობის 1 წელი ზამლეთის მოსახლეობასთან შეაჯამა

შუახევის მერის 1 წლის საქმიანობის ანგარიში, გასული წლის მიმოხილვა და მიმდინარე წლის პროექტები, მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა - ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს ზამლეთის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაზე შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ისაუბრა.

მერმა მნიშვნელოვანი ყურადღება იმ ახალ პროექტებზე და სიახლეებზე გაამახვილა, რომელი მუნიციპალიტეტმა დაიწყო და მისი უფლებამოსილების ვადაში განახორციელებს. უპასუხა ადგილობივების კითხვებსაც.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ფრიდონ ფუტკარაძე ელვაურის დაწყებით სკოლას ეწვია, დაინტერესდა სკოლაში არსებული მდგომარეობით, მიმდინარე სასწავლო პროცესით.

 სკოლას სადაც 6 მოსწავლე ეუფლება განათლებას, სასწავლო პროცესი გამართულ ინფრასტრუქტურულ პირობებში მიმდინარეობს.

მერიის ინიციატივით, სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, შეიღება გარე ფასადი.

დღესვე, ხელმძღვანელ პირმა მხარი დაუჭირა ა(ა)იპ ,,მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირი"-ს მიერ ამაგების პროექტის ფარგლებში მოიპოვებული გრანტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ზამლეთში და ნიგაზეულში თავისუფალი სივრცეების მოწყობას.

 პროექტით, თავისუფალი სივრცე აღიჭურვება საოფისე ავეჯითა და კომპიუტერებით, რომლის სარგებლობა, როგორც კავშირის წევრებს, ასევე მუნიციპალიტეტს და ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება. გაიმართება შეკრებები, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics