22:03 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 14:14:12, 966 ნახვა

საზოგადოება
C0-თი გარდაცვლილ ადამიანებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ

ადგილობრივების თქმით, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის გაჟონვის შედეგად  გარდაცვლილ 7 ადამიანს ბინა ნაქირავები ჰქონათ.

ამასთან, მათი ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის მამა-შვილი

„გარდაცვლილია 7 ადამიანი, მათ შორის იყვნენ მამა-შვილი, ასევე ნათესავები და ახლობლები. იმყოფებოდნენ მე-7 სართულზე, როდესაც მოხდა წყლის გამათბობელი, ე.წ. კალონკა გაიხსნა, რის შედეგადაც მოხდა არასრული წვა, ანუ გამოიყო CO, ზოგი ადამიანი ადამიანი იპოვეს საწოლზე დამხობილი, ზოგი სააბაზანოსთან მისული, აბსოლუტურად ყველა გაგუდული. სუნი და რამე მსგავსი არავის არ უგრძვნია სამეზობლოში. 35 წელია მათი წლოვანება, რაც პოლიციელებმა დაადგინეს. იყვნენ მუშები ლიბერთი ბანკის ოფისში“, - გაანცხადა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, რომ  თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. „მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics