08:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 09:53:09, 2234 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ ვენესუელას სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ  ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფარგლებში, კომპანია PDVSA-ის 7 მილიარდი დოლარის აქტივებს ყადაღა დაედება. გარდა ამისა, იმ იურიდიულ პირთა აქტივებიც გაიყინება, ვინც ვენესუელისგან ნავთობის შეძენას შეეცდება.

სანქციები ასევე შეეხება ვენესუელის ცენტრალურ ბანკსა და პირებს, რომლებიც ნიკოლას მადუროს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics