13:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-27 17:20:36, 1417 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე საბჭოს, აქვს შესაძლებლობა რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ

იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთი წელია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ. ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისთვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასამართლო სისტემაში”,- განაცხადა დოლიძემ.

სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვეს.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics