19:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 14:24:31, 1455 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის გაზრდას დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზე

იმ ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, რომლის ფარგლებში სესხების ლარში აღება სავალდებულოა, გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე, მათ შორის დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე და მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები მათთან გასამკლავებლად. 

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics