12:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 15:21:16, 1449 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში

საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და ვენესუელას ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“, - წერს მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც აქციების ორგანიზატორია, თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. გარდა ამისა, გუაიდო პრეზიდენტად აღიარეს ასევე კანადამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, პარაგვაიმ, მექსიკამ, ბოლივიამ და ჩილემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics