|
2019-01-23 13:18:22, 1058 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი გააჩნია. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ინვესტირებისთვის განსაკუთრებით, „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტებია მიმზიდველი. „2016-2017 წლებში, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტირებისთვის მიმზიდველია „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტები. შესაბამისად, მინდა, დავავალო მაია ბითაძეს, დაიწყოთ მუშაობა, რათა განისაზღვროს, რომელი იქნება ყველაზე საინტერესო მარშრუტი მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა შემდგომ მისი განხორციელება შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)