21:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 18:12:25, 1621 ნახვა

კომენტარი
მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად გარემოვაჭრეებს 3-დღიანი ვადა მიეცათ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად გარემოვაჭრეებს 3-დღიანი ვადა მიეცათ. 

როგორც მცხეთის მერმა აღნიშნა, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მერიას არ ეკუთვნის, შესაბამისად, გარევაჭრობის ნებართვის გაცემის უფლება მუნიციპალიტეტს არა აქვს.

„მათ მიეცათ სამდღიანი ვადა. მაგრამ მე მინდა, მოგახსენოთ ისიც, რომ ეს ჩვენგან აკრძალვა, როგორც ასეთი, არ არის, უბრალოდ, ტერიტორია, რომელზეც დღეს გარევაჭრობა მიმდინარეობს, არ ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ვერ გასცემს. რადგან მე ნებართვას ვერ გავცემ, ამიტომ არის ის აკრძალვა“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics