15:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 10:45:36, 1581 ნახვა

სამართალი
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს სასამართლოში დღეს დაკითხავენ

ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაკითხავენ.

სხდომა დღეს 12:30 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია შსს-მ პროკურატურას გუშინ მიმართა და იმ პირების სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვა, რომლებმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. მათ შორის არის თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ნაცემი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუაშვილი.

ამასთან, გეგეშიძე ჩემპიონატზე შეხლა-შემოხლას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე,ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics