21:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 18:41:15, 1494 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი - დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით დიდი პროგრესი გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვირშვილი, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს ეხებოდა.

ნათია მეზვრიშვილმა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.

„მე ვისაუბრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლის დასაწყისში გადავდგით, თქვენ იცით, რომ იყო ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა. სხვათაშორის, ეს იყო  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ამ კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შესრულებულია და მთავარია ის, თუ როგორ რეაგირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე სამინისტრო. გასული წლის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ - 2018 წელს თუ შევადარებთ 2017 წელს, დეპარტამენტის საქმიანობამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს ზოგადად დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით, მათ შორის არის რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით.  სხვა მხრივ, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics