10:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 14:10:35, 1297 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა  საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო და რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად.

„ჩვენ ორიოდე თვის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ეს ფაქტი სიმბოლურია:  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  რეგიონში, პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც, ჩვენი აზრით,  ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული მოვლენაა და ასევე, ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ოჯახს, რომელიც ემიგრირებული იყო პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში“, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics