|
2019-01-15 18:59:49, 1627 ნახვა
საზოგადოება
პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო
ფონდი „ქართუს“ შეთავაზების შემდეგ, პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და გაყიდა საკუთრებაში არსებული სესხები. ამჟამად, საიტზე vali. ge დამატებით ატვირთულია შემდეგი ორგანიზაციებიდან შეძენილი 58,241 სესხი: 1. შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია" (სესხის გამცემი: crediton.ge) 2. შპს "ინფინიტი ჰოლდინგი" (სესხის გამცემი: minicredit.ge) 3. შპს "მისო ლიდერ კრედიტი" (სესხის გამცემი: leadercredit.ge) 4. შპს "მინი სესხი" 5. შპს "მონეზა" (სესხის გამცემი: moneza.ge) 6. შპს "მოზო" (სესხის გამცემი: mozo.ge) 7. შპს "მისტერ ლოუნ.ჯი" (სესხის გამცემი: mrloan.ge) 8. RRM Limited (სესხის გამცემი: crediton.ge) 9. შპს "ტვინო" (სესხის გამცემი: netcredit.ge) 10. შპს "არკადია კაპიტალი" (სესხის გამცემი: unicredit.ge) 11. შპს "ა რეიტინგი-დებიტორული ვალდებულებების მენეჯმენტი" (სესხის გამცემი: credium.ge) 12. სს "კრედიტ პლუს ჯორჯია" (სესხის გამცემი: creditplus.ge) ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609 ათას 542 მსესხებლის, 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს. შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. ასევე, შეთანხმება მიღწეულია 2 ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე და მათი მონაცემებიც უახლოეს პერიოდში განთავსდება ვებგვერდზე www.vali.ge, აღნიშნული ორგანიზაციებია: 1. შპს „მისო ბერმელი“ 2. შპს „ემას კრედიტი“ შეგახსენებთ, რომ 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღია იყო ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებდა უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში ყველას ჰქონდა შესაძლებლობა შეერთებოდა სასესხო ვალდებულებების პატიების ამ ერთჯერად პროგრამას.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)