10:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 15:44:38, 1618 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ნაადრევი ზეიმი, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, არაადეკვატურია

 „დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური იქნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის უდანაშაულოდ ცნობას ეხმაურება.

უგულავას თქმით, დღეს დავით კირკიტაძე პატიმრობაში ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო მაინც რჩება.

„ფაქტი სახეზეა, დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური იქნება იმიტომ, რომ ეს კაცი ისევ ციხეშია და წინასწარ პატიმრობაშია და არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული, ისეთი მუხლი, რომელიც ყაჩაღებს და ბანდიტებს, პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, ამიტომ მეორე მომენტიც არის აღსანიშნავი ის, რომ ეს ადამიანი, ეს მოსამართლე უვადოდ არ ინიშნება, ანუ არ წარმოადგენს იმ კლანს, რომელიც უვადო დანიშვნის ჩეკს გასცემს ხოლმე აქ სასამართლოში, ამიტომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics