22:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-04 13:47:28, 1568 ნახვა

კომენტარი
ქობულია - მთის კურორტებზე ახალი სათხილამურო ტერიტორიები და საბაგიროები მოეწყობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას შეფასებით, ტურიზმის ზრდის ხელშეწყობაში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს სამთო კურორტებს უჭირავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთის კურორტებზე დამატებით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს და მათ ღირსეულად უმასპინძლოს ოთხივე სეზონის განმავლობაში.

„როგორც იცით, ჩვენ აქტიურად ვემზადებით 2023 წელს ფრისტაილის ჩემპიონატის ბაკურიანში ჩასატარებლად, ამისთვის გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა,  რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე სპეციფიკური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,  მათ შორისაა ახალი სათხილამურო ტერიტორიების შექმნა, ახალი საბაგიროების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია გოდერძის კურორტზე გზის რეაბილიტაცია ორივე მხრიდან, ხოლო გუდაურში ახალი პარკინგისა და საბაგიროს მშენებლობა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ  სასტუმრო „რუმსში" პრეზენტაცია გამართა, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics