12:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 18:26:34, 2196 ნახვა

ეკონომიკა
დეპოზიტების მოცულობამ პირველი დეკემბრისთვის 22 მილიარდი ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი დეკემბრისათვის 22.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 252.9 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით ნაკლები).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების კლებას 56.3 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 196.7 მლნ ლარით, ანუ 2.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 36.02 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.58 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.69 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.9 პროცენტი შეადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics