09:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 15:45:47, 1227 ნახვა

საზოგადოება
ქობულია - დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ

 „ბევრი აცხადებს, რომ მუშაობა არ უნდა - ტიპიური წარმომადგენლები დიასახლისები არიან“, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ასევე არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც მუშაობა საერთოდ არ უნდათ.

„3.7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი... აგრეთვე, ჩვენ გვყავს, მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა, მარა აქ არი კიდე სხვადასხვა კატეგორია ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. აი, ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, ნაწილობრივ მაინც, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა. თვითონ სამუშაო ძალას რაც შეეხება, ჩვენთან 842 ათასი კაცი მუშაობს, მაგრამ 881 ათასი ადამიანი, გარდა უმუშევარი 276 ათასისა, არის თვითდასაქმებული“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics