06:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 13:07:34, 1446 ნახვა

სამართალი
პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ე.რ., 2001 წელს დაბადებული ე.გ. და 1997 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.რ.-მ და ე.გ.-მ რუსთავში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონი, ფული, ასევე სამკაულები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს  რ.ი.-ც, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, რუსთავში,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 9 500 აშშ დოლარი გასტაცა. პოლიციამ დაკავებულის თანამზრახველების ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics