06:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 15:58:26, 1854 ნახვა

სამართალი
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე სააპელაციოშიც მოუგო

მსახიობმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ შემდეგი შემადგენლობით, მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი, მოსამართლე ქეთევან დუგლაძე, მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა, სექსუალურ შევიწროებაზე პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ; რითაც, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე. განხორციელებული ქმედებისთვის სასამართლომ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თათია სამხარაძის ინტერესებს სასამართლოში PHR-ის იურისტები იცავდნენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics