13:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 17:50:51, 1658 ნახვა

სამართალი
შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 400-მდე მოქალაქეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში 12 შეხვედრა გამართეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ჩადენილი ძალადობის კუთხით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე, ამ კუთხით მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.

თბილისში, მარნეულში, თელავში, ლაგოდეხში, გურჯაანში, დმანისში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებს ჯამში 400-მდე ადამიანი დაესწრო.

სამინისტროს წარმომადგენლები და პოლიციელები მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ესაუბრებოდნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლები, პოლიციელები და მართლწესრიგის ოფიცრები საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში სხვადასხვა ასაკის, სქესის, ეროვნებისა და ინტერესის ადამიანებს კამპანიის მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრებოდნენ და ამასთან ერთად, ნარინჯისფერ ბაფთებს და საინფორმაციო ბროშურებს არიგებდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics