|
2018-12-07 16:58:57, 1313 ნახვა
საზოგადოება
ქობულია ქართველ მეზღვაურებს ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ გამარჯვებას ულოცავს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე" ქართველმა მეზღვაურებმა გაიმარჯვეს. კერძოდ, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრებმა, რომელთაც 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს. გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის გემის კაპიტანი - ლევან მამალაძე, ერთი კი უკრაინის მოქალაქე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს ქ. ლონდონში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ულოცავს ქართველ მეზღვაურებს ამ წარმატებას. „მეგობრებო, გილოცავთ ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე" გამარჯვებას! ეს დიდი წარმატება და ამავდროულად აღიარებაა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების მხრიდან. ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა ქართველი მეზღვაურების წარმატება ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციის კონკურსში, როგორიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაა. თქვენ საკუთარი გამბედაობის და სიმამაცის წყალობით 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. სწორედ თქვენნაირი ადამიანები არიან მაგალითი ახალგაზრდებისთვის - თუ რა ღირებულებებით უნდა იცხოვრონ, როგორი თავდადებით და ერთგულებით ემსახურონ საკუთარ საქმეს. ამასთან, ეს ჯილდო ქართველი მეზღვაურების მაღალი კლასისა და პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და საერთაშორისო აღიარებაა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. წარმატებებს და მუდამ მშვიდობიან ზღვაოსნობას გისურვებთ!", - ნათქვამია გიორგი ქობულიას წერილში.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)