03:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 12:19:57, 1721 ნახვა

სამართალი
სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობის გამო, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული საკითხი იურიდიული კომიტეტის დღის წესრიგიდან მოიხსნა

ხორავა ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან მოიხსნა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, ამის მიზეზი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის სხდომაზე არ გამოცხადება გახდა.

დეპუტატის თქმით, პროექტი სერგი კაპანაძეს უნდა წარედგინა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება.

მანვე დასძინა, რომ საკითხის წარდგენა „ევროპული საქართველოს“ სხვა წარმომადგენელსაც შეეძლო.

„მათ ვაცნობეთ დროულად, რომ მომხსენებელი გამოცხადებულიყო, მაგრამ როგორც გვითხრეს ვერ შეძლეს ამ საკითხის წარმოდგენა, რადგან ბატონი კაპანაძე არ არის საქართველოში, თუმცა შესაძლებელი იყო სხვა მომხსენებლის დანიშვნა, რომ ვინმეს წარმოედგინა საკითხი. სამჯერ იყო ამ თემაზე კამათი და გვიწევდა მუდმივად იმის ახსნა, რომ რამდენიმე დღე მაინც იყო საჭირო კომიტეტისთვის საკითხის მოსამზადებლად. ახლა უკვა როცა ვამბობთ, რომ საკითხის განხილვისთვის მზად ვართ, ვერ ვხედავ მომხსენებელს. ორი კვირაა სასესიო სხდომებს არ ესწრებიან მათი წარმომადგენლები. იმედია, თემა მისი სენსიტიურობის გათვალისწინებით, აღარ მოვისმენთ შემდეგში დემაგოგიურ განცხადებებს, რომ კომიტეტი არ იხილავს ამ საკითხს“, – განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics