05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 22:29:00, 1744 ნახვა

სამართალი
შსს ქვემო ქართლში მუსლიმი სასულიერო პირის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში, მუსლიმი სასულიერო პირის, ელდანიზ სადიგოვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამასთან სამინისტროში აცხადებენ, რომ სადიგოვმა სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა,  პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა.

„მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ე.ს. და განაცხადა, რომ თანასოფლელთან,  1986 წელს დაბადებულმა მ.გ.-თან  მოუვიდა შელაპარაკება და მ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა,  პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, ე.ს.-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება,  112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში  უკვე გამოკითხეს პირი, რომელსაც ე.ს. ცემაში ადანაშაულებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ელდანიზ სადიგოვი ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირებს, სადაც ის პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მისი სახლის ძარცვაში დამნაშავე პირების დაკავებას ითხოვდა. ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, სადიგოვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მომხდარის გამო 112-ში ოთხჯერ დარეკეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები არ მივიდნენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით სოფელ შულავერის პოლიციაში თავად ნაცემი მოლა მივიდა, მაგრამ სამართალდამცველებმა ის არ გამოკითხეს და საავადმყოფოში გადაამისამართეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics