02:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 17:52:10, 1686 ნახვა

სამართალი
ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობების საქმეზე კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში გამოიკითხება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა  გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ასკურავას დღეს დაუკავშირდნენ და მან აღნიშნა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას ხვალ შეძლებს.

 მთავარ პროკურატურაში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი 12:00 სთზე გამოცხადდება.

ცნობისთვის, კახა ასკურავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. „დილით ვიპოვე გადაყრილი ლანჩხუთში. აი, ასე გააყალბეთ არჩევნები“, - წერს ასკურავა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics