06:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 12:44:33, 1461 ნახვა

სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში უკრაინის 5 მოქალაქე, მათ შორის დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო დააკავეს

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე  სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“  ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო „ალიანსში“ 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.

ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics