19:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 18:44:35, 1063 ნახვა

პოლიტიკა
ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარია შესული - ვიდეო

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საჩივრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 171 საჩივარი.

მისივე თქმით, მათი ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, უბანზე აგიტაციის შესახებ, წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, მარკირების პროცედურებზე, საარჩევნო უბნიდან გაძევებაზე და ასე შემდეგ. საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში იქნება შესწავლილი.

ანა მიქელაძემ კონკრეტულ შემთხვევებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მედიას:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაცია,  იმის შესახებ, რომ მარნეულის #49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა.  მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დადასტურების შემთხვევავში, ცხადია ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ზუგდიდის #105-ე უბანზე მივიდა ორი ამომრჩეველი, რომლებიც იმ უბნის ამომრჩევლები იყვნენ. უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა („ყოფილი პოლიტ. პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“) უთხრა, რომ აღნიშნული პირები არ იყვენენ ამ უბნის ამომრჩევლები. მას შემდეგ, რაც დადასტურდა საარჩევნო კომისიის მიერ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ამავე უბნის ამომრჩევლები, მათ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics