19:38 - 14 Jul, 2026
|
2018-11-28 16:18:51, 1122 ნახვა
პოლიტიკა
კოორდინატორმა On.ge-ს ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა [ვიდეო]
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კოორდინატორმა On.ge-ს ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალბატონი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა. On.ge-იმ ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა, სადაც ისმის, ჟურნალისტი როგორ ცდილობს კოორდინატორისგან სიების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. ამ დროს ადგილზე სხვა კოორდინატორი ჩნდება. ის ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ კი, ხელსაც ურტყამს. ცნობისთვის, მეორე ტურის მიმდინარეობის დროს ეს ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის. დღეს დილით გლდანში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა "ტვ პირველის" ჟურნალისტსაც მიაყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)