14:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 16:53:32, 1366 ნახვა

კომენტარი
საღირაშვილი - „Fitch“-ის შეფასება ადასტურებს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სეგმენტია

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Fitch"-ი სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზას" დაუდასტურა რეიტინგი „B+" და გაუუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან" „პოზიტიურზე".

კომპანიის რელიზის თანახმად, „საქართველოს რკინიგზა", აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, „ევროპა-კავკასია-აზიის" სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო ქვეყანაა და აღნიშნული ფუნქციის გაძლიერებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება.

„სწორედ ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პროექტებს, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის განვითარების პროექტები. ისინი, ტრანსპორტის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებთან ერთად (ანაკლია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ფოთის და ბათუმის პორტების გაფართოება, ა.შ.), ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics