00:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 13:18:22, 1531 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მარნეულის პოლიციის მუშაკების მიერ კ.კ-ს მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მარნეულის პოლიციის მუშაკების მიერ კ.კ-ს  მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ " ქვეპუნქტით განთვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაუკავშირდა კონკრეტული ფაქტის შეტყობინების ინიციატორს გ.ქ.-ს,  რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ არ იცნობდა კ.კ.-ს  და არ ჰქონდა მისი საკონტაქტო მონაცემები, ასევე ის არ იყო ფაქტის თვითმხილველი მოწმე და გამოძიებას მომხდარის ირგვლის ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.

„პროურატურამ დაადგინა  კ.კ.-ს  ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. იგი  დროებით იმყოფებოდა მარნეულში, სადაც   ბლოკის ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა.ამ დროისთვის  გამოძიება ცდილობს მასთან დაკავშირებას.

გამოიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც  შესაძლოა ფლობდნენ  გამოძიებისთვის  რაიმე სახის  მნიშვნელვან  ინფორმაციას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics