02:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 16:10:38, 2631 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ჯაშუშების ახალი ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ასევე ვრცელდება სუნამოს ფლაკონის ფოტოც, რომელშიც სავარაუდოდ მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ იყო მოთავსებული.

მედიის ცნობით, ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის სახელით ცნობილი პირები სოლსბერიში 4 მარტს არიან დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ნამდვილი სახელები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრე მიშკინია. 

 ცნობისთვის, სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი.  სკანდალს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics