23:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 17:41:14, 1678 ნახვა

სამართალი
საბანაძე - იაგო ნებიერიძემ მოგვცა დამატებითი ჩვენება 14 წლის წინ დაკარგულ ბავშვთან დაკავშირებით, ველოდებით მასალის დამუშავებას

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კახა საბანაძის განცხადებით, 14 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი.

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

შეგახსენებთ, 2004 წლის პირველ ნოემბერს გორში, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გაუჩინარდა. შემდეგი კი, ოჯახს უცნობი პირები დაუკავშირდნენ და გამოსასყიდს სთხოვდნენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძალვის ბრალდებით სასჯელს იხდიდა იაგო ნებიერიძე, რომელიც 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ნებიერიძისთვის წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 141-ე მუხლიც დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics