23:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 12:56:30, 1651 ნახვა

სამართალი
„წყაროს დასახელება არც გვევალება და არც ვაპირებთ“ - ეკა გიგაური პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიგაურთან ერთად უწყებაში ადვოკატის სტატუსით გამოკითხვაზე ასევე მესამე სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძეც მივიდა. 

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავალება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაებეჭდათ ყალბი პირადობის მოწმობები. რა ტიპის პირადობის მოწმობები, არის თუ არა ეს ყველაფერი მასიური ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვიჟღერებია არც განცხადებაში, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს განცხადებაში გავაჟღერეთ, ეს იყო წალენჯიხა და გარდაბანი, დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცით. საუბარი იყო, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებში, ჩვენ ჩვენს განცხადებაში არ დაგვიკონკრეტებია, რა ტიპის პირადობებს გასცემენ, აქედან გამომდინარე, დასაშვებია ის, რომ რეგიონებში დაიბეჭდოს ძველი პირადობის მოწმობები“, - განაცხადა  ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, კანონით წყაროს დასახელება "არც ევალებათ და არც აპირებენ, რადგან ორგანიზაციები იცავენ ადამიანის უფლებებს". ამასთან, გიგაურის განმარტებით, ის ვერც კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენს, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო ორგანო არ არის.

ცნობისთვის, ეკა გიგაურის გარდა, საგამოძიებო ორგანოში კიდევ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია დაბარებული. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics