20:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 09:19:31, 1141 ნახვა

საზოგადოება
ხობში აფეთქების დროს დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა

ხობის რაიონში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული პირი, გვიან ღამით გარდაიცვალა.

როგორც დამწვრობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, გარდაცვლილი 66 წლის ქალია.

მისივე თქმით, მას სხეულის 85%-ს დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებოდა. 

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, დამწვრობის ცენტრში ამ დროისთვის კიდევ სამი პაციანტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი 9 წლის გოგოა. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ხობში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics