23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 17:14:15, 2142 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ID ბარათების შესაძლო გაყალბების შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძება დაიწყო. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებას გულისხმობს. 

"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. 

ცნობისთვის, დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა და ამ საქმეში სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე პირადად იყო ჩართული. 

მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს უწყება ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებს, სიმართლეს არ შეესაბამება





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics