|
2018-11-16 16:03:42, 2252 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა მიქავა - რუხის ინოვაციების ცენტრი ხელს შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ინოვაციების გაცნობა-ათვისების პროცესს
„სიმბოლურია, რომ რუხის ინოვაციების ცენტრი აფხაზეთის გამყოფ ხაზთან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების გაცნობა-ათვისების პროცესში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ სამეგრელოში, სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნისას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რიგით მეშვიდე ინოვაციების ცენტრი სოფელ რუხში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ავთანდილ კასრაძესა და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გახსნა. როგორც გახსნაზე აღინიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ინოვაციების ცენტრი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი, არამედ ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი კომპონენტია. „ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელთაც აქვთ სათანადო უნარ-ჩვევები და იდეები, მაგრამ მათი მონეტიზაციისა და კომერციალიზაციისთვის არ გააჩნიათ არც სივრცე, არც დამატებითი ცოდნა, არც ინსტრუმენტი, არც კომპიუტერი. ამ ყველაფრის კომბინაციას აკეთებს რუხის ინოვაციების ცენტრი და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ აქ დაიბადოს ძალიან ბევრი წარმატებული სტარტაპი, რომელიც, ემოციური კმაყოფილების გარდა, შემოსავალსაც მოუტანს ახალგაზრდებს, რომლებიც შექმნიან რაიმე ინოვაციურ პროდუქტს“, - განაცხადა ლაშა მიქავამ. მისი თქმით, ახალგაზრდების სწორი ჩართვა ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში საქართველოსთვის სტრატეგიული ამოცანააა. რუხის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებების ტრენინგები, ხოლო რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. რუხის ცენტრი მეხუთეა ინოვაციების ცენტრებიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნა. რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.
(NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)