13:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 12:38:13, 1499 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი არჩევნების თარიღზე: პოლიტიკური სპეკულაციები საჭირო არ არის

„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცესკო-ს სახით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებს და მას მიუღებლად მიიჩნევს.

„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით. ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“,  – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics