13:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 15:13:35, 1428 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე

„ცესკო-ს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. მე არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ორშაბათ დღეს ჩატარდა, თუმცა ამ ფაქტს საზოგადოების აქტოვობაზე გავლენა არ მოუხდენია.

„არჩევნების დანიშვნა არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივა, რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს არის დამოკიდებული ოქმის შეჯამებაზე. ცესკო-ს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. მე არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. თქვენ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათს, დანიშნა არჩევნების თარიღი, თუმცა ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აქტიური იყო. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics