|
2015-06-13 13:49:20, 1170 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში მყოფ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს სკოლის მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველმა სამხედროებმა წერილები თბილისის 133-ე საჯარო სკოლის IV და V კლასის მოსწავლეებისგან მიიღეს. „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაპირდნენ. 43-ე ბატალიონის ინიციატივით, 133-ე საჯარო სკოლას, საპასუხო წერილებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშას გაუგზავნიან, რომელზეც ქართველი ჯარისკაცების ხელმოწერები იქნება. 43-ე ბატალიონი საერთაშორისო მისიას ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებენ. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)