12:14 - 28 Jul, 2026
|
2015-06-13 09:36:13, 1092 ნახვა
სამხედრო
ქართველი ბავშვები ავღანელი პატარებისთვის სათამაშოების გაგზავნას გეგმავენ
ქართველი ბავშვები ავღანელი პატარებისთვის სათამაშოების გაგზავნას გეგმავენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „ბასტი-ბუბუს“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. ბავშვებმა მათ ავღანეთში გასაგზავნი სათამაშოები გადასცეს. „ბასტი-ბუბუს“ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებმა საჩუქრები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ჯარისკაცების ინიციატივით შეაგროვეს. ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანელ პატარებს ქართველი ბავშვების მიერ გაგზავნილ სათამაშოებსა და წერილს პირადად გადასცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)