|
2018-11-02 11:38:37, 3056 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა: საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისას ანტირუსული ლოზუნგები ისმის, რაც სამწუხაროა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას შეფასებით, საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს ანტირუსული ლოზუნგები ისმოდა. როგორც ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, სმსგავსი რიტორიკის არსებობა სამწუხაროა. „ეს საქართველოს შიდა საქმეა. ჩვენ მხოლოდ დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები. ეს სამწუხაროა და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს. მოდით, მივცეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალება, გააკეთონ ობიექტური არჩევანი გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მივცეთ მათ საშუალება, საკუთარი თავისთვის და თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის პრინციპული არჩევანი. როდესაც ის გაკეთდება, ჩვენ ყველა შეკითხვას შესაბამის პასუხს გავცემთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)