10:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 17:49:33, 1125 ნახვა

საზოგადოება
სპილო გრანდის ოპერაციაზე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ

31 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. ოპერაცია 10:00 საათზე დაიწყება. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ოპერაციის, მოსალოდნელი რისკებისა და გაშუქების რეგულაციების შესახებ.

ოპერაციის შეუფერხებელი მსვლელობისა და ვეტექიმებისთვის მაქსიმალურად მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის, ფოტო და ვიდეოგადაღებისას, მნიშვნელოვანია შემდეგი წესების დაცვა:

• ოპერაციის გადაღება შესაძლებელია დაწყებიდან 15 წუთის და დასრულებამდე 15 წუთის განმავლობაში;

• გადაღება დაშვებულია საოპერაციო ვოლიერის ბარიერის მეორე მხრიდან და არა უშუალოდ საოპერაციოში;

• Live-ის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ვოლიერის გარედან; 

• აკრძალულია ფოტო და ვიდეოკამერების ფლეშგანათების გამოყენება;

• აუცილებელია ფოტო და ვიდეოკამერებისა და ტელეფონების ხმის გათიშვა;

• აკრძალულია ხმამაღალი საუბარი და ხმაური;

• აკრძალულია სიარული და ხმაური ოპერატორებისა და სტატიკურად დამონტაჟებული კამერების წინ;

• დაუშვებელია ვეტექიმების სამოძრაო არეალის შეზღუდვა, ცხოველთან და ინსტრუმენტებთან წვდომის შეფერხება.

აღნიშნული წესების დაცვა ოპერაციის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics