|
2018-10-19 16:20:15, 1128 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბერაია: სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი და ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი, ქართული კულტურის და ტრადიციების დესპანი ევროპაში, მთელს მსოფლიოში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ სენაკში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი არა გადამეტებული ძალაუფლებით, არამედ იქნება პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებობით. „ის იქნება ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხიდი საქართველოს და მთელ მსოფლიოს ხიდი, საქართველოს და ევროპას შორის. ქალაბტონი სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მის უნარებს, მის გამოცდილებას, კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობისთვის. ის იქნება ჩვენი აფახაზი და ჩვენი ოსი თანამემამულეების და თანამოქალაქეების პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამ თვისებების გათვალისწინებით ქალბატონი სალომე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)