23:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 14:25:16, 1178 ნახვა

კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ქვეყანაში ვერავინ დაარღვევს პოლიტიკურ სიმშვიდეს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს.

"ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, ჩანაწერები, რომლებიც მედიაში ვრცელდება, გეგმის ნაწილია. 

"ნაციონალურ მოძრაობას სურს დესტაბილიზაციის გამოწვევა ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე. ვერავინ ვერავითარ პოლიტიკურ სიმშვიდეს ვერ დაარღვევს’’, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

მსგავსი შეფასება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილსაც

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ქვვეყანაში ყველაფერი რევოლუციური სცენარით წარიმართოს.

"სურვილი აქვთ ყველაფერი რევოლუციური სცენარით წაიყვანონ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ არცერთ შემთხვევაში ეს მათ არ გამოუვათ", - აღნიშნა მათიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიდა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება იმის შესახებ, რომ პარტია 100 000-იან აქციას გეგმავდა, მოგვიანებით კი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ინფორმაცია უარყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics