04:37 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 13:54:14, 845 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდას აგრძელებს.

"თბილსერვის ჯგუფის" განცხადებით, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მხოლოდ იმ ადგილებზე მიმდინარეობს, სადაც მათი გაკვრა აკრძალულია. დასუფთავების სამუშაოები ავტობუსების გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე და განათების ბოძებზე მიმდინარეობს.

"დედაქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია, თუმცა, სამწუხაროდ,დაფიქსირდა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ერთიფაქტი, რაზეც „თბილსერვის ჯგუფმა“ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სამუშაოებში ჩართულ ყველა თანამშრომელს მითითება მისცა. მსგავსი ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაშიმიიღება მკაცრი ზომები.

რაც შეეხება სააგიტაციო მასალის განთავსების წესს, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი განმარტავს, რომ აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე", - ნათქვამია განცხადებაში. 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ„თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ადგილის გასუფთავება და მოწესრიგება 17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე დაავალა. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics