02:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 17:17:38, 2206 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა

მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს, ქ. ტოკიოში საქართველოსა იაპონიას შორის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთახმება პროექტის ძირითად ტექსტზე, რის შემდეგაც ორივე მხარე დაიწყებს ტექნიკურ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას.  მოლოდინია, რომ შეთანხების გაფორმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ორივე ქვეყანაში მომდევნო წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდგომაც, მოხდება შეთანხმების ხელმოწერა.

საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკა (მდ-5 ადგილი მშპ-ს მიხედვით) და წამყვანი მაღალტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია მასთან პარტნიორული კავშირების გაძლიერება და გაღრმავება.

 „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას.  აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში იაპონიიდან მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.

ამასთან, იაპონიის მიერ საქართველოში ინვესტიციები პირველად 1997 წელს განხორციელდა. 2007-2017 წლებში იაპონიიდან საქართველოში შემოსულია დაახლოებით 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics