|
2015-06-10 14:48:43, 1264 ნახვა
სამხედრო
ნორიოს ბაზაზე სერჟანტების გეგმიური შეკრება მიმდინარეობს
მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ნორიოს ბაზაზე აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფთა სერჟანტების გეგმიური შეკრება მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ნორიოს ბაზას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ესტუმრნენ. მათ სერჟანტებს ომების სახეობებისა და გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ ლექცია ჩაუტარეს. ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები საფუძვლიან სამეთაურო მომზადებას გაივლიან. კურსის განმავლობაში ტაქტიკური და საცეცხლე სწავლებებიც განხორციელდება. სწავლება 25 კილომეტრიანი მარშით და საბრძოლო სროლებით დასრულდება. სერჟანტების მომზადებას აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი მანუჩარ დავითური ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)