|
2018-10-17 13:18:38, 1355 ნახვა
საზოგადოება
სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა
17 ოქტომბერს საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა. ფასდაუდებელია სვეტლანა ქეცბას ღვაწლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში ქართულ-აფხაზური კულტურისა და ურთიერთობის შენარჩუნების საქმეში. აფხაზი ქალბატონი დაუღალავად ემსახურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეას, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების დათბობასა და მათ შორის შერიგების ხიდის აღდგენას. სვეტლანა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა მუდმივად აფხაზეთთან იყო დაკავშირებული. ის სხვადასხვა დროს ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის და აფხაზეთის კულტურის მინისტრის თანამდებობებზე, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა. სვეტლანა ქეცბას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები. ის, ასევე, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის. აფხაზი ქალბატონის სვეტლანა ქეცბას მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების წლები, აქტიური სამსახურებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მის ნათელ მომავალზე ზრუნვისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვის საუკეთესო და მისაბაძი მაგალითია. 17 ოქტომბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართება. დასაწყისი: 17:30 სთ-ზე. მისამართი: გრიბოედოვის ქ. # 8/10.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)