22:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 20:32:11, 1710 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: მე არა ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთანშეხვედრისას.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ემიგრანტების დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია.

"მე არ ვარ თერგდალეული,მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცეებისთვის, ყველასთვის არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან ყაზბეგიდან და სხვადასხვაქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდ წილად დამოკიდებული არის იმაზე თუ იმათ როგორ დავუბრუნდებით.როდის დავაბრუნებთ,როგორ დავაბრუნებთ,რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება.თუნდაც დღეს როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველასაშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე.ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე როგორც არიან სხვა ევროპის ქვეყნები, ესეც მოვა მაგრამ ეს არის დიდ წილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველაჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რათა მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics