13:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 19:35:19, 2392 ნახვა

სამართალი
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა.

საგამოძიებო უწყებამ ჯაფარიძე იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხა, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.

კონკრეტულ კითხვებზე თუ რატომ იმყოფებოდა ის პენიტენციურ დაწესებულებაში, აქვს თუ არა მართლაც სუბელიანს რამე მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება მან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ჯაფარიძეს ჟურნალისტებისთვის პასუხი არ გაუცია.

შეგახსენებთ, ჩანაწერი გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებას გაურიგდა, მაგრამ უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება მის ერთგულებას ჯეროვნად ვერ აფასებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე დაიწყო.

ამასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ი.პ.-ს, პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics